განცხადება სწავლის ფორმატის შერჩევასთან დაკავშირებით
15.10.2021ძვირფასო სტუდენტებო,
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 ნოემბრამდე უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს. შუალედური გამოცდების შემდეგ, შესაძლებლობა გაქვთ თქვენი სურვილის მიხედვით ჩაერთოთ სააუდიტორიო-სალექციო პროცესში ან სწავლა განაგრძოთ ონლაინ რეჟიმში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები ჩატარდება იმ ფორმატით, რა ფორმატითაც სტუდენტი ჩაერთვება სალექციო პროცესში 9 ნოემბრის შემდეგ.
უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სალექციო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვისა და სწავლის ფორმატის არჩევის მიზნით კითხვარის ბმულს მიიღებთ უნივერსიტეტის ელექტრონულ ფოსტაზე.