განცხადება სწავლის ფორმატთან დაკავშირებით
08.04.2022გაცნობებთ, რომ ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობითა და კონსულტაციებით, უნივერსიტეტმა მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილება
2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი წარიმართოს შემდეგი ფორმატით:
2 მაისიდან, ყველა ლექცია ჩატარდება უნივერისტეტის აუდიტორიებში. სტუდენტებს ექნებათ საშუალება ლექციას დაესწრონ ფიზიკურად. ამავდროულად, ლექციების ტრანსლირება განხორციელდება Google Meet პლატფორმის გამოყენებით, იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურვილი ექნება სასწავლო პროცესში ჩაერთოს დისტანციურად.
ხაზგასასმელია, რომ დასკვნითი გამოცდები ყველა სასწავლო კურსში ჩატარდება არადისტანციურად, უნივერსიტეტის აუდიტორიებში.
გისურვებთ წარმატებებს!