[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, დოქტორი მაია ჩქოტუა ერაზმუს + პერსონალის მობილობისა და შიდაინსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში, ესპანეთის შუა ატლანტიკის უნივერსიტეტს ეწვია ლას პალმას გრან კანარიაში. პროფესორმა მაია ჩქოტუამ ასევე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური  მეცნიერებების სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ირმა მესირიძე ერაზმუს + პერსონალის მობილობისა და შიდაინსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში, პოლონეთში მაზოვის უნივერსიტეტს ეწვია. პროფესორი ირმა მესირიძე შეხვდა მაზოვის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და ინფორმაციული ტექნოლოგიების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორს, დოქტორ აგნიესკა რუმიანოვსკას, მედიცინის კოლეჯის ვიცე-რექტორს, ასოცირებულ პროფესორს, დოქტორ მარიოლა გლოვაცკას და სამართლის, ადმინისტრირებისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ვიცე-დეკანს, დოქტორ ბოგდან გრუზინსკის. მხარეებმა განიხილეს ერაზმუს + ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერების მომავალი შესაძლებლობები. შეხვედრების პარალელურად, სასწავლო მობილობის განსახორციელებლად ირმა მესირიძემ მაზოვის უნივერსიტეტის სამართლის,

"ყავა და ჩაი დეკანთან" შეხვედრების ციკლის ფარგლებში, კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანი მარიამ რაზმაძე შეხვდა ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც პირველად, ერთი სემესტრით #IBSU-ს ესტუმრენ ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის "მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები" ფარგლებში. უცხოელმა სტუდენტებმა სკოლის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარეს და სამომავლო გეგმები გააცნეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საერთაშორისო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა სკოლის მოსწავლეებისთვის ორდღიანი უფასო ტრენინგი 'ბიზნეს ანბანი' ჩაატარეს. IBSU-ს უფასო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მეტი გაიგეს მარკეტინგის, მენეჯმენტის, ბუღალტერიის, ფინანსებისა და ტურიზმის შესახებ. მომდევნო ტრენინგი გაიმართება 16-17 ნოემბერს.  

IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ინიციატივით დაიწყო შეხვედრების ციკლი სტუდენტებთან "ყავა და ჩაი დეკანთან." პირველი შეხვედრის ფარგლებში არაფორმალურ და მეგობრულ გარემოში სკოლის დეკანმა მარიამ რაზმაძემ უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს, მოუსმინა მათ გამოხმაურებას სასწავლო პროცესის შესახებ, გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და სკოლაში დაგეგმილი სამომავლო გეგმები. დეკანმა ასევე ისაუბრა უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე, განხორციელებულ ცვლილებებზე, სიახლეებსა და დაგეგმილ პროექტებზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრების ციკლი "ყავა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, აშშ-ს საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორებმა, თეა კუჭუხიძემ და თათა თოდრიამ, IBSU-ს სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე განიხილეს აშშ-ში გაცვლითი პროგრამები, მათ შორის UGRAD, Fulbright, SUSI და მათში მონაწილეობის პირობები. ასევე, სტუმრებმა სტუდენტების შეკითხვებსაც  უპასუხეს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის დებატების ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ტური გამართა. ორდღიან ტრენინგზე მოსწავლეებმა შეისწავლეს დებატებთან დაკავშირებული თეორიული საკითხები, ითამაშეს საცდელი რაუნდი, მსაჯებისგან მიიღეს უკუკავშირი და ჩაერთნენ საკონკურსო ნაწილში, რომელიც მოიცავდა ორ სადებატო რაუნდს. დებატები გაიმართა ბრიტანული საპარლამენტო სტილით. მომდევნო ტური გაიმართება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის რვა სტუდენტი სომხეთში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მე-10 საერთაშორისო ახალგაზრდულ-სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო. IBSU-ს სტუდენტებმა წარადგინეს თავიანთი კვლევითი ნაშრომები. ასევე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მასპინძელი ქვეყნის კულტურულ თუ ისტორიულ ადგილებს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ეკა დევიძე ერაზმუს + პროგრამის ფარგლებში მონაწილეობდა ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ყოველწლიურ საერთაშორისო კვირეულში: "Connecting to the world." კვირეული მოიცავდა, როგორც სალექციო სესიებს სტუდენტებისთვის, ასევე ვორქშოფებს ლექტორებისთვის.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საუნივერსიტეტო სტარტაპ კონკურსის 'UNI4VERSE' საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ხორციელდება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ. შეხვედრა დაეთმო კონკურსის ძირითად თემას - "მწვანე ეკონომიკა და განახლებადი რესურსები," რომელსაც უძღვებოდნენ GITA-ს წამყვანი ექსპერტები. შეხვედრაზე