[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინიციატივით, აკადემიური პერსონალისთვის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებულ ყველა ბაზასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს უძღვებოდა მარიკა ჟორჟოლიანი, საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის წარმომადგენელი, ლიცენზირების კოორდინატორი.

ატიკის უნივერსიტეტის არქიტექტურის დეპარტამენტის პროფესორმა ანდრეას სიტორენგომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებთან ჩაატარა ვორქშოპები, რომლებიც მიზნად ისახავდა სამგანზომილებიანი დიზაინის ინტეგრირებული ფორმების აუდიო-ვიზუალური ინსტალაციის შექმნას საჯარო სივრცეებში. სემინარი მოიცავდა შემდეგ თემებს: არქიტექტურაში საპროექციო რუკების აპლიკაციების ისტორიული მიმოხილვა ინტერაქტიული აპლიკაციები ხელოვნებასა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ პირველკურსელებისთვის საორიენტაციო შეხვედრა გამართა. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისთვის გაცნობა იმ სერვისებთან და რესურსებთან, რომლებიც დაეხმარებათ აკადემიური საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში. შეხვედრაზე სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: ბიბლიოთეკის რესურსები და კატალოგი: როგორ მოძებნონ და გამოიყენონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წიგნადი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთი კვირის განმავლობაში სტუმრობს საბერძნეთის დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის არქიტექტურის დეპარტამენტის პროფესორი, სკულპტურათა გამორჩეული მკვლევარი ანდრეას სიტორენგო.   უნივერსიტეტის მხრიდან პირველ დღეს სტუმარს უმასპინძლა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა და კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ. მიმდინარე კვირაში პროფესორი ანდრეას სიტორენგო სხვადასხვა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2024 წლის "სტუდენტური ცხოვრების ფორუმი" გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო 30-ზე მეტი სტუდენტური კლუბი და გაერთიანება. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარი ინტერესების შესაბამისად, გაწევრიანებულიყვნენ სასურველ კლუბში. ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იყო საუნივერსიტეტო სერვისები, რომლებიც სტუდენტურ ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის. 'სტუდენტური ცხოვრების ფორუმი'

Erasmus+ ვირტუალური გაცვლითი პროგრამა VIRTUALLYEDU-ს პირველი გაცვლით ტურში, IBSU-ს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების 31 სტუდენტი მონაწილეობდა. სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ თავიანთი ცოდნა და აემაღლებინათ ცნობიერება სხვადასხვა მოდულებზე, როგორებიცაა მულტი წიგნიერება და მულტიმოდალობა, კიბერუსაფრთხოება, სიძულვილის ენა ციფრულ გარემოში და ა.შ. პროგრამის მიზანია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან

სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ახალი კაფეტერია გაიხსნა, რომელსაც აგროჰაბი მოემსახურება. ახალი კაფეტერია, რომელიც მომხმარებელს ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებს სთავაზობს, IBSU-ს პრორექტორმა ადმინისტრაციის დარგში, გიორგი მახარაშვილმა და აგროჰაბის დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა გახსნეს. IBSU-ს სტუდენტებს საშუალება ექნებათ თავისუფალი დრო კაფეტერიის მყუდრო და სასიამოვნო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით  [NFR - 22 – 272]  ორგანიზებულ კონფერენციას: „საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე: პოლიტიკა,  საზოგადოება, დრო, საქართველოს ინტეგრაციის ნარატივები“, რომელიც მულტიდისციპლინური კვლევითი ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. კონფერენციის  მთავარი თემა იყო იმპერიების გავლენების და

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელებისთვის საორიენტაციო შეხვედრები გაიმართა. სკოლების დეკანებმა, დეკანების მოადგილეებმა და პროგრამის ხელმძღვანელებმა სტუდენტებისთვის პრეზენტაციები ჩაატარეს და დეტალურად გააცნეს სასწავლო პროცესის ძირითადი კომპონენტები და რეგულაციები. პირველკურსელები გაეცნენ შეფასების სისტემას, სტუდენტური ბაზისა და ელექტრონული პორტალის მოხმარების წესებს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობების ინგლისურენოვანმა  სამაგისტრო პროგრამამ გააფორმა სტუდენტების გაცვლის მემორანდუმი საფრანგეთის ბრეტანის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (Université de Bretagne Occidentale, UBO). მოხდება "ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის" სტუდენტების გაცვლა. სწავლების ენა საფრანგეთის საერთაშორისო უნივერსიტეტში არის