შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ონლაინ მონაცემთა პლატფორმა Bloomberg-ის წარმომადგენელს უმასპინძლა. სტუმარმა იბსუს თანამშრომლებს აღნიშნული ბაზის ეფექტურად სარგებლობის მექნიზმები გააცნო.
Bloomberg-ის ონლაინ მონაცემთა ბაზა მოიცავს მსოფლიო მასშტაბით 52 000 კომპანიის სტატისტიკურ და ფინანსურ მონაცემებს. ამასთან, სისტემის მეშვეობით ხელმისაწვდომია ბიზნესსიახლეები.