[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ბიზნეს ადმინისტრირება – მენეჯმენტი (ქართულენოვანი)

ბიზნესის სკოლა

პროგრამის მიზანი

მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია უზრუნველყოს პროფესიონალიზმზე ორიენტირებული ხარისხიანი განათლება, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი, თანამედროვე მენეჯერების მომზადებას და მათ წარმატებით დასაქმებას ბიზნესის სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორში მენეჯერული საქმიანობის განსახორციელებლად, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში;

ასევე, პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს თეორიული და პრაქტიკული საკითხების ფართო ცოდნა ბიზნესის ძირითადი პრინციპების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულის მონაწილეობას ორგანიზაციაში მიმდინარე ბიზნეს პროცესებში; მოამზადოს მენეჯმენტის სფეროში პროფესიონალები, რომლებსაც ექნებათ სფეროსთან დაკავშირებული ფართო თეორიული ცოდნა და  მენეჯერული საქმიანობის განსახორციელებლად  საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები და  კომპეტენციები.

დასაქმების სფერო

მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში შეძენილი ცოდნისა და უნარების დახმარებით, კურსდამთავრებულს საშუალება აქვს დასაქმდეს მმართველობით პოზიციაზე სახელმწიფო და კერძო სექტორის სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებში, სადაც ის პრაქტიკულად განახორციელებს ძირითად პროფესიულ ფუნქციებს როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჯგუფში მუშაობის დროს. კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს არა მხოლოდ ბიზნესის და მენეჯმენტის, არამედ სხვა პროფილითაც, შესაბამის სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობებისა და კანონმდებლობის მოთხოვნების  გათვალისწინებით.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. ჩასაბარებელი ძირითადი საგნები: ქართული ენა, უცხო ენა (გერმანული, ინგლისური, რუსული ან ფრანგული). მესამე ჩასაბარებელი საგანია მათემატიკა ან ისტორია.

საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს.

მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ. შიდა მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.ibsu.edu.ge). გარე მობილობა ხორციელდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.eqe.ge).

შენიშვნა: საერთაშორისო აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://iro.ibsu.edu.ge/en/page/admissions).

სწავლის საფასური

საქართველოს მოქალაქეებისათვის:  4590 ლარი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:  ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში
სწავლების ენა: ქართული
ხანგრძლივობა და კრედიტები: პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების მოცულობაა 240 კრედიტი, რომელიც ნაწილდება ქვემოთ მოცემულ კომპონენტებად: ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის სავალდებულო სასწავლო კურსები – 175 კრედიტი (აქედან ბიზნესის ადმინისტრირების სავალდებულო სასწავლო კურსები – 86, მენეჯმენტის სავალდებულო სასწავლო კურსები – 72 კრედიტი, პრაქტიკა – 10 კრედიტი, საბაკალავრო ნაშრომი – 7 კრედიტი); ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის არჩევითი სასწავლო კურსები – 15 კრედიტი; თავისუფალი კრედიტები/დამატებითი სპეციალობა – 50 კრედიტი

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაკა ბუღულაშვილი
ელ-ფოსტა: bughulashvili@ibsu.edu.ge
ტელეფონი: (+995 32) 2800 064 (ext.115)
ოთახი:  A308