[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ოლიმპიადა პროგრამირებაში

ბიზნესის სკოლა

🏆🥇🏅🎖️🏆
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოთხმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო 27 ოქტომბერს გამართულ, სტუდენტთა 2018 წლის დაპროგრამების მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, რომელშიც 57 გუნდი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.
გუნდები შემდეგი შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული:

1. IBSU 1: ნიკოლოზ სვანიძე, ნიკა ნარუშვილი, მარიამ ქსოვრელი
2. IBSU 2: სანდრო მირუაშვილი, ლევან ოდიშვილი, იოსებ მატიაშვილი
3. IBSU 3: ბადრი თათარაშვილი, გიორგი ინჯგია, გიორგი გოგენია
4. IBSU 4: ივერი გამეზარდაშვილი, ანა ქსოვრელი, თემური სუარიძე

მეოთხედფინალში ყველა გუნდმა კარგად იმუშავა და ნაჩვენები შედეგების მიხედვით პირველი ორი გუნდი დაშვებული იქნა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, რომელიც სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში გაიმართება ისევ თბილისში, რომელიც წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის ქვერეგიონის ცენტრს. ხოლო ჩვენი რეგიონი თავის მხრივ შედის ჩრდილო-აღმოსავლეთ ევრაზიის უდიდეს რეგიონში რუსეთთან, ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად. თბილისში საქართველოს გუნდებთან ერთად საასპარეზოდ ჩამოვლენ სომხეთისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტების გუნდებიც.

ნახევარფინალის პარალელურად აქვე გაიმართება სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატიც, რომელში მონაწილე გუნდებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან სავარაუდოდ დაემატება უძლიერესი გუნდები უკრაინიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. დანარჩენი ორი გუნდი კი სწორედ ამ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

შარშან გამართულ ანნალოგიურ შეჯიბრში საქრთველოს და სამხრეთ კავკასიის ჩემპიონი ჩვენი უნივერსიტეტის პირველი გუნდი გახდა ნიკოლოზ სვანიძის, ნიკა ნარუშვილის და ანრი მორჩილაძის შემადგენლობით.

იმედია, ჩვენი გუნდები წელსაც წარმატებით იასპარეზებენ და კარგ შედეგებს აჩვენებენ.

 

______________________________________________________________________________________

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის სტუდენტები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე იღებენ მონაწილეობას და მათი მიღწევებიერთ-ერთი საუკეთესოა, როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

უახლესი შედეგის მიხედვით, ჩვენი სტუდენტის ნიკა სვანიძის გუნდი საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ჩემპიონია. გარდა ამისა, გუნდმა მესამე ხარისხის დიპლომი მოიპოვა ჩრდ. ევრაზიის რეგიონში, სადაც 274 გუნდი მონაწილეობდა. ამასთან, ნიკა სვანიძემ ინდივიდუალურ შეჯიბრში პირველი ხარისხის დიპლომიც მოიპოვა.

გთავაზობთ, ასევე, მიღწევების იმ ჩამონათვალს, რომლებიც იბსუს სტუდენტების ანგარიშზეა სხვადასხვა დროს:

2 ჩემპიონის დიპლომი გუნდურ შეჯიბრში;
11 მესამე ხარისხის დიპლომი გუნდურ შეჯიბრში;
2 დიპლომი „მაღალი მიღწევებისათვის“ გუნდურ შეჯიბრში;
49 საპატიო დიპლომი გუნდურ შეჯიბრში;
2 პირველი ხარისხის დიპლომი პირად შეჯიბრში;
1 მეორე ხარისხის დიპლომი პირად შეჯიბრში;
11 მესამე ხარისხის დიპლომი პირად შეჯიბრში;
3 დიპლომი „მაღალი მიღწევებისათვის“ პირად შეჯიბრში;
15 საპატიო დიპლომი პირად შეჯიბრში;

გარდა ამისა, 2007-2017 წლებში სულ 28 გუნდი გავიდა უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM) ნახევარფინალში.
ამ მონაცემების მიხედვით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბოლო 9-10 წლის განმავლობაში სტაბილურად ინარჩუნებს სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ რეიტინგს (ის 5-6 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა). 2017 წელს კი #IBSU საუკეთესო იყო საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნაჩვენები შედეგების მიხედვით.

გამარჯვებების შესახებ ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/PiZC4n