კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი ყოველთვის ცდილობს სტუდენტებს მისცეს საშუალება თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. ამიტომ ფაკულტეტის ორგანიზებით ხშირად ტარდება სხვადასხვა ტრენინგები, რომელშიც სტუდენტები ირგებენ ტრენერის როლს და ცოდნას სხვებს უზიარებენ.
2017 წლის 26 დეკემბერს , ILAB-ის ლაბორატორიის ორგანიზებით ჩატარდა Front-end web development-ის ტრენინგები, რომელსაც კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ზურაბ სიფრაშვილი უძღვებოდა. ტრენინგის დასრულებისას მონაწილეებმა გაიარეს ტესტირება და მიიღეს სერთიფიკატები