[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ტრენინგი “IT პროექტების მენეჯმენტი”

ბიზნესის სკოლა

▪️ 30 იანვარს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტზე არსებული iLab-ისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, GITA-ს თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყება დაიწყება ტრენინგი თემაზე: “IT პროექტების მენეჯმენტი”. ტრენინგს გაუძღვება ჩვენი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის სტუდენტი და კომპიუტერული აკადემია SkillUP-ის სერთიფიცირებული ტრენერი ანა ციცაგი.

▪️ კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ პროექტების დაგეგმვას და მართვას, ისწავლიან ჯგუფთან მუშაობას, დავალებების მართებულად ჩამოყალიბებას და პრობლემების ოპტიმალური და ადეკვატური გზებით გადაწყვეტას. სასურველია ტრენინგში მონაწილეობის მსურველებს ჰქონდეთ ზოგადი წარმოდგენა IT სფეროს შესახებ.

▪️ კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს. ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით ქვემოთ მოცემული ლინკის საშუალებით:

https://bit.ly/2jiozHq