ზაჰა ქონსთრაქშენსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმება მიზნად ისახავს არქიტექტურის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტების დატრენინგებას და მათ პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართვას. ასევე, ერთობლივი ტრენინგები იგეგმება ზაჰა ქონსთრაქშენის თანამშრომლებისთვისაც, არქიტექტურის სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით.