[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

’’საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი“ IBSU-ში

03.10.2015

შავი ზღვის საერთაშორისო  უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ეგიდით მოქმედ პროექტის ’’Homecoming’’ -ის ფარგლებში, რომელიც შზსუ-ს წარმატებული კუსრდამთავრებულთა ’’შინ დაბრუნებას“ ასახავს დღეს,

 2 ოქტომბერს, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.  IBSU-ს კურსდამთავრებული მარიამ ლებანიძე ’’საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის“ (GBDC )  კომპანიაში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსია, დღეს კი მარიამი შზსუ-ის სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირებას.

ბიზნეს საპროექტო წინადადებების შემუშავება, მარკეტინგული და სოციალური კვლევები, მენეჯმენტ კონსალტინგი, ბიზნეს ტრენინგები, სტუდენტების გადამზადება ბიზნესის ადმინისტრირების უნარ-ჩვევებში, ბიზნესის განვითარების და დასაქმების ღონისძიებების მართვა – ეს იმ საკითხების მოკლე ჩამონათვალია, რომელთაც GBDC  დაინტერესებულ პირებს სთავაზობს.

შეხვედრაზე GBDC -ს პრეზიდენტმა, ნინო ჭანიშვილმა, სტუდენტებს ცენტრის საქმიანობა გააცნო და ახალი ბიზნესის დაარსების, ბიზნეს გრანტების მოზიდვის, არსებული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, სამიზნე ინდუსტრიების განვითარების მექანიზმებზე ისაუბრა.

ცენტრი 25 მიმართულებით  საქმიანობას, ესენია: ტრენინგი, კონსალტინგი, ღონისძიებების მენეჯმენტი, საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო,  Online კონსალტინგი, ინკუბაცია, ბიზნეს გეგმები, საგრანტო წინადადებები, მარკეტინგული კვლევები და სხვა.  10 კვირიანი სტაჟირების ფარგლებში მონაწილეს შესაძლებლობა ექნება პრაკტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა მიიღოს, კონტაქტები შეიძინოს და საკუთარ საქმიანობაში წარმატებას მიაღწიოს.

2002 წლიდან GBDC ატარებს ბიზნეს და სამეწარმეო ტრენინგებს და სასწავლო კურსებს ბაკალვარი და მაგისტრი სტუდენტებისათვის, ახალგაზრდა უმუშევრებისათვის, ასევე მიკრო, მცირე, საშუალო თუ მსხვილი ზომის კომპანიების წარმომდგენლებისათვის. აღსანიშნავია, რომ სტაჟირება უცხოელი სტუდენტებისთვისაც არის ხელმისაწვდომი, რაც შემდგომ საკუთარ ქვეყნებში დასაქმების რეალურ შესაძლებლობას აძლევთ.

’’საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი“ და შავი ზღვის საერთაშორისო  უნივერსიტეტი არაერთი წელია თანამშრომლობენ.