[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები (ინგლისურენოვანი)

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა

პროგრამის აღწერა

საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“, მომავალ მაგისტრებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობებს. ხსენებული საგანმანათლებლო პროგრამა შეიქმნა საერთაშორისო პარტნიორობის შედეგად ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (გერმანია) და 4 პარტნიორ უნივერსიტეტთან აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან. პარტნიორი უნივერსიტეტებია: შავი ზღვის სსაერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU), ყაზახურ-ამერიკული თავისუფალი უნივერსიტეტი (KAFU), სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი (ASUE), ყირგიზულ-გერმანული გამოყენებითი ინფორმატიკის ინსტიტუტი (INAI.KG).

აღნიშნული სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის თავიანთი პროფესიული კომპეტენციების კომპიუტერულ მეცნიერებებთან, ბიზნეს საინფორმაციო სისტემებთან, მენეჯმენტთან და ბიზნესის ადმინისტრირების ცოდნასთან დაკავშირების საშუალებას. ასევე სასწავლო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებს ინტერკულტურული უნარების განვითარებაში. ამგვარად, პარტნიორი უნივერსიტეტები პასუხობენ გლობალიზაციისგან წარმოშობილ გამოწვევებს და აკმაყოფილებენ მზარდ გლობალურ მოთხოვნას საერთაშორისო გამოცდილებითა და ინტერკულტურული უნარებით აღჭურვილი, კარგად მომზადებული, მაღალკვალიფიციური კურსდამთავრებულების მომზადებით როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისათვის.

აკრედიტაცია

აღნიშნული პროგრამა აკრედიტებულია გერმანული სააკრედიტაციო სააგენტო ASIIN– ის მიერ და აღიარებულია განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის EQE -ს მიერ.

მიღება

მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამაზე მიღება კონტროლირდება პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული შეთანხმებით და მის შესაბამისად უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობები:

  • კანდიდატს უნდა გააჩნდეს პირველი  საუნივერსიტეტო უმაღლესი განათლების ხარისხი მენეჯმენტის, კომპიუტერული მეცნიერების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობების, ენათმეცნიერების ან მათთან დაკავშირებულ დარგებში.
  • კანდიდატმა წარმატებით უნდა ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა;
  • კანდიდატმა უნდა ჩააბაროს  ინგლისურ ენაში B2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა;
  • კანდიდატმა წარმატებით უნდა გაიაროს გასაუბრება, რომლის დროსაც  მოწმდება აპლიკანტის მოტივაცია, კომპეტენციის არსებობა პროგრამის სწავლების ენაში (ინგლისური ენა არანაკლებ B2 დონე) და  ბიზნესის ადმინისტრირებასთან და კომპიუტერულ მეცნიერებასთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხების კარგი საბაზისო ცოდნა.

შენიშვნა: გასაუბრება ჩატარდება ონლაინ რეჟიმში კომისიის წევრებთან, რომლებიც წარმოდგენილნი იქნებიან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტებიდან, ასევე 2 გარე დარგის ექსპერტი კომპიუტერული მეცნიერების, მენეჯმენტისა ან/და ბიზნეს ადმინისტრირების სფეროდან. გასაუბრების საკითხები შეეხება პროგრამის სასწავლო გეგმით განსაზღვრული საკითხების შესწავლისთვის საჭირო წინარე ცოდნის არსებობის შემოწმებას და მოიცავს კომპიუტერულ მეცნიერებას, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მენეჯმენტს, ბიზნესის ადმინისტრირებას და მათთან დაკავშირებულ თემებს.

გაითვალისწინეთ!

  • განმცხადებლები, რომლებსაც აქვთ ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი თავისუფლდებიან ენის გამოცდის ჩაბარებისაგან;
  • ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება განმცხადებელი თუ მას დამთავრებული აქვს ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა;
  • თანაბარი ქულების შემთხვევაში, კონკურსის პირობებში მხედველობაში მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის GPA და სამოტივაციო წერილი;

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • 2 ფოტო(3X4) (ამობეჭდილი და ელექტრონული ფორმით);
  • რეზიუმე (CV);
  • სამოტივაციო წერილი;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (უცხო ენაზე გაცემული დიპლომის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი) – IBSU-ის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში ასლის სანოტარო წესით დამოწმება არ არის სავალდებულო;
  • განმცხადებლის მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერიოდში არანაკლებ ხუთწლიანი პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომის წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა ასევე უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული აღიარების დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დიპლომის შესაბამის საფეხურთან გათანაბრება.
  • საიდენტიფიკაციო ბარათისა და პასპორტის ასლი;
  • უცხო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი / უცხოენოვანი პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი და დანართი.
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩარიცხვის პროცედურებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციისათვის იხილეთ ბმული: www.iro.ibsu.edu.ge

დასაქმების სფერო

ორმაგი დიპლომის პროგრამა საფუძვლიანად, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამზადებს სტუდენტებს საერთაშორისო და რეგიონულ თუ ადგილობრივ ეკონომიკაში მომავალი გამოწვევებისთვის. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ აიღონ პასუხისმგებლობა ეკონომიკის განვითარებაზე გლობალურ და რეგიონულ/ლოკალურ ეკონომიკაში. დღეს სულ უფრო გლობალურ და ციფრულ სამყაროში, ეს პროგრამა კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს იმუშაონ მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერების სფეროებში, ისევე როგორც მათ გადაკვეთაზე. პროფესიული საქმიანობის კონკრეტული სფეროების მაგალითებია საშუალო და მაღალი რანგის მენეჯმენტი, კერძოდ, IT პროექტების მენეჯმენტი ან ცვლილებების მართვა ციფრულ ბიზნეს მოდელებზე ტრანსფორმაციისას, რეგიონალური და საერთაშორისო კომპანიები, პროექტების მართვა (IT), საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგია, სტარტაპის დაფუძნება, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება და ბიზნესის ანალიტიკა.

პროგრამის წარმატების დასრულების შემდეგ სტუდენტი იღებს 2 დიპლომს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან (IBSU-საქართველო) და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან (WHZ-გერმანია).

მისანიჭებელი კვალიფიკაცია ორივე უნივერსიტეტიდან:

  1. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU): მეცნიერებათა მაგისტრი „მენეჯმენტსა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში“  (Master of Science in Management and Information Technologies);
  2. ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (WHZ): მეცნიერებათა მაგისტრი „მენეჯმენტსა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში“ (Master of Science in Management and Information Technologies), რომელიც იშლება 5 პროფილად (ეს პროფილები რეგულირდება არჩევითი საგნებით ყველა 4 სემესტრის განმავლობაში).

პროფილები:

  • ბიზნეს ანალიტიკოსი;
  • IT/პროექტის მენეჯერი;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი;
  • მონაცემთა ანალიტიკოსი;
  • სწავლული მდივანი/მეცნიერი.

სწავლების ენა: ინგლისური
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი (120 ECTS კრედიტი)

სწავლის საფასური

საქართველოს მოქალაქეებისათვის: 8000 ლარი

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამის ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. დოქტორი მარინა რაზმაძე | mrazmadze@ibsu.edu.ge
ტელ: (+995 32) 2 800 064 (182)
ოთახი: A213