[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ინიციატივით დაიწყო შეხვედრების ციკლი სტუდენტებთან

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა

IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ინიციატივით დაიწყო შეხვედრების ციკლი სტუდენტებთან “ყავა და ჩაი დეკანთან.” პირველი შეხვედრის ფარგლებში არაფორმალურ და მეგობრულ გარემოში სკოლის დეკანმა მარიამ რაზმაძემ უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს, მოუსმინა მათ გამოხმაურებას სასწავლო პროცესის შესახებ, გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და სკოლაში დაგეგმილი სამომავლო გეგმები. დეკანმა ასევე ისაუბრა უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე, განხორციელებულ ცვლილებებზე, სიახლეებსა და დაგეგმილ პროექტებზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრების ციკლი “ყავა და ჩაი დეკანთან” გაგრძელდება სასწავლო წლის განმავლობაში.