[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU-მ ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტის დელეგაციას უმასპინძლა

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის სკოლის დეკანს, ნუნო რიბეიროს და ამავე უნივერსიტეტის ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამის დირექტორს, ჟოზე ედუარდო ფერნანდესს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდა IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანს, პროგრამების ხელმძღვანელებსა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს.

აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ინსტიტუტთან 2016 წლიდან IBSU წარმატებით თანამშრომლობს და ახორციელებს ორმაგი დიპლომის პროგრამას საბაკალავრო საფეხურის ფარგლებში.

შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ახალი მოდელები, ორმაგი დიპლომის და BIP (Blending Intensive Course) კურსების განხორციელების შესაძლებლობები. ასევე, დაიგეგმა მომავალი ნაბიჯები სამეცნიერო პროექტებში ერთობლივი განაცხადების მომზადების თვალსაზრისით.