[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU-ს რექტორი ცვიკაუდან დაბრუნებულ ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა

IBSU-ს რექტორი, პროფ. კახა შენგელია კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანთან, პროფ. მარიამ რაზმაძესთან ერთად შეხვდა პირველ მაგისტრანტებს, რომლებმაც ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ ფარგლებში, სწავლების პირველი სემესტრი დაამთავრეს გერმანიაში ქალაქ ცვიკაუში, გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.

სტუდენტების თქმით, ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში გატარებული ერთი სემესტრი ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა. კახა შენგელიამ სტუდენტებს წარმატებები უსურვა და უნივერსიტეტის მხრიდან კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა და ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. შარშან, მიღების პირველივე წელს, ოთხივე ქვეყნიდან პროგრამაზე ჩაირიცხა 99 სტუდენტი.