[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

კლუბები და საზოგადოებები

21.08.2014
დიალოგის კლუბი ინტელექტუალთა კლუბი
 ბიზნესის კლუბი მუსიკის კლუბი
 მოგზაურთა კლუბი ქართული ეროვნული ცეკვის კლუბი
მომავალ ეკონომისტთა კლუბი კულტურათაშორისი კლუბი
საერთაშორისო ურთიერთობათა კლუბი შზსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის კლუბი
ASP. NET. MVC კლუბი ქველმოქმედების კლუბი
ახალგაზრდა გამომგონებელთა კლუბი  

 

დიალოგის კლუბი

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფარგლებში მოქმედი კლუბის მიზანია დაეხმაროს სტუდენტს თვითგანვითარების მხრივ ფორმალური საგანმანათლებლო გამოცდილების მიღების პროცესში ლიდერობის, პარალელური საგანმანათლებლო თუ სხვა სახის სოციალურ აქტიობებში ჩართულობის უზრუნველყოფით.
ინტელექტუალთა კლუბი
 ინტელექტუალთა კლუბი მიზნად ისახავს სტუდენტთა ცოდნის გაღრმავებას. კლუბი აწყობს მრავალ ინტელექტუალურ თამაშს არა მხოლოდ სტუდენტთათვის, არამედ, აგრეთვე სკოლის მოსწავლეთათვისაც. სტუდენტები დიდი სიამოვნებითა და ხალისით ერთვებიან ასეთი სახის აქტიობებში საკუთარი ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით. 


ბიზნესის კლუბი

კლუბის მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების კომბინირებაში. კლუბი აგრეთვე მიზნად ისახავს სტუდენტთა ჩართვას კლუბის აქტიობებში და მათ მიერ ლიდერული და მენეჯერული თვისებების განვითარების ხელშეწყობას.


ფეხით მოგზაურთა კლუბი

კლუბში გაერთიანებულნი არიან ფეხით მოგზაურობით დაინტერესებული სტუდენტები. ჩვენი ქვეყანა ცნობილია ულამაზესი მოსანახულებელი ადგილებით – მთებითა თუ მდინარეებით. საქართველოს მთიანი რეგიონები მეტად პოპულარულია ფეხით მოგზაურობის მოყვარულთათვის და ექსკურსიებისთვის. კლუბის ძირითადი მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს ჩვენი ქვეყნის უკეთესად გაცნობაში.

კლუბს შეუძლია უზრუნვეყოს:

  • საქართველოში ფეხით მოგზაურობის პოპულარიზაცია
  • საქართველოში უცხოელთა მოზიდვა
  • სასიამოვნო და საინტერესო სტუდენტური ცხოვრება შზსუ-ში
  • ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ოპულარიზაცია
  • სხვადასხვა სპორტული აქტიობების ორგანიზება
  • ძირითადი მიმართულებანი: ფეხით მოგზაურობა, კამპინგი, რაფტინგი (ჯომართობა), სამთასვლელო ტურები

ქართული ეროვნული ცეკვის კლუბი

კლუბის მიზანია შეასწავლოს მსურველ სტუდენტებს ქართული ხალხური ცეკვები და აგრეთვე ჩართოს ისინი უნივერსიტეტში და მის გარეთ ორგანიზებულ სხვადასხვა კონცერტებსა თუ ღონისძიებებში.


საზოგადოებასთან ურთიერთობის კლუბი

შზსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის კლუბის მიზანია აჩვენოს და დაუმტკიცოს ფართო საზოგადოებას, სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ის, რომ შზსუ წარმოადგენს საუკეთესო უნივერსიტეტს მაღალი ხარისხის განათლების მიღებისთვის. გიყვარდეს შენი უნივერსიტეტი და სხვებსაც შეაყვარე იგი!


ინტერნეტ ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კლუბი

კლუბი მიზნად ისახავს შეასწავლოს (განსაკუთრებით კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალობის) სტუდენტებს  MVC 4-ის სტრუქტურა. დაინტერესებული სტუდენტები სიამოვნებით წევრიანდებიან კლუბში და ესწრებიან ლექციებს.


ქველმოქმედების კლუბი

კლუბის მიზანია სოციალურად შეჭირვებული ადამიანების დახმარება და მათ ცხოვრებაში იმედის შეტანა. კლუბის ფარგლებში ეწყობა მრავალი აქტიობა, კონცერტები თუ კულინარიული გამოფენა-გაყიდვები რომელთა დროსაც შემოსული თანხები მთლიანად ხმარდება სოციალურად დაუცველ ბავშვებსა და ოჯახებს.


მუსიკის კლუბი

ჩვენს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ორი მუსიკალური ჯგუფი რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა რეგულრულად ჩაატარონ რეპეტიციები მუსიკის კლუბში. კლუბში არის ყველა სახის მუსიკალური ინსტრუმენტი გემოვნებიანი მუსიკის შესრულებისათვის. კლუბის წევრ მელომან სტუდენტებს შეუძლიათ აჩვენონ თავიანთი მუსიკალური შესაძლებლობები უნივერსიტეტში ჩატარებულ კონცერტებსა თუ ღონისძიებებზე.


ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბი

კლუბის მიზანია სამი ძირითადი მიმართულების სტუდენტების ხელშეწყობა ახალი და საინტერესო პროექტების შექმნის პროცესში:

  • სოციალურ მეცნიერებები
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები
  • ბიზნესი