[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

’’ყავა პროფერსორთან“ – ლევან კახიშვილი

19.11.2015

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრადიციად იქცა პროფესორებისა და სტუდენტების ერთ მაგიდასთან შეკრება და ყავისა და ტკბილეულის თანხლებით მეგობრული საუბრების გამართვა. 

კლუბის მიზანია არაფორმალური და მეგობრული გარემოს შექმნა,სადაც მოწვეული ლექტორი გულწრფელად უპასუხებს ახალი თაობის მიერ დასმულ კითხვებს, გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას და მისცემს რჩევებს კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით.

18 ნოემბერს, ბიბლიოთეკაში შედგა ახალი სეზონის მორიგი შეხვედრა. ამჯერად კლუბის სტუმარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ლევან კახიშვილი გახლდათ, რომელიც აღნიშნულ სემესტრში კითხულობს ორ საგანს: აკადემიური წერა და კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში (ინგლისური სექტორი). მოწვეულმა სტუმარმა გულწრფელად ისაუბრა საკუთარ შეხედულებებზე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და კლუბის წევრებს  პირადი გამოცდილება გაუზიარა.