კონკურსი თანასწორობის ელჩი
17.05.2022ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში აცხადებს კონკურსს თანასწორობის ელჩების შესარჩევად. კონკურსის საფუძველზე გამოვლინდებიან აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც შემდგომ განახორციელებენ სხვადასხვა ინიციატივებს ცნობიერების ამაღლების მიზნით ისეთი საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, მრავალფეროვნება და თანასწორობა.
თანასწორობის ელჩების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, აჭარიდან, სამცხე-ჯავახეთიდან ან ახმეტის მუნიციპალიტეტიდან (უპირატესობა მიენიჭება წარმომადგენლებს პანკისის ხეობიდან).
მონაწილეები შეირჩევიან გამოგზავნილი დოკუმენტებისა და ინტერვიუს საფუძველზე. დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 22 მაისი 2022 წ. ბოლო ვადის შემდეგ მიღებული აპლიკაციები არ განიხილება. აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: anti-discrimination@coe.int სათაურით: თანასწორობის ელჩი
ყველა დეტალი კონკურსში მონაწილეობის შესახებ იხილეთ აქ: https://www.coe.int/ka/web/tbilisi/-/become-an-equality-ambassad-1