კონკურსი “ლიტერატურული აგენტის სასწავლო მოდულის შემუშავების და დანერგვის ხელშეწყობა“
24.05.2022სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“, საქართველოს კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, აცხადებს კონკურსს “ლიტერატურული აგენტის სასწავლო მოდულის შემუშავების და დანერგვის ხელშეწყობა“.
კონკურსის მიზანია 5-კვირიანი ტრეინინგების ჩატარება საქართველოში ლიტერატურული აგენტის პროფესიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით და შესაბამისი კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ქართული ლიტერატურის სწორად გატანას როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
საკონკურსო თანხის ოდენობა შეადგენს 26,500.00 ლარს (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით);
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილ
· კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ტრენინგ ცენტრებს;
· კონკურსში მონაწილე ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ჰუმანიტარული მიმართულება/პროფილი;
· კონკურსში მონაწილე ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;
საპროექტო განაცხადების მიღება
გამარჯვებული პროექტის დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საკონკურსო კომისია, საპროექტო განაცხადის მიღების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა ელექტრონულ ფოსტაზე docs@creativegeorgia.
კონკურსის წესებთან და პირობებთან გასაცნობად, გთხოვთ იხილოთ სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ვებ-გვერდი – creativegeorgia.