[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

კომპიუტერული ტექ. და საინჟინრო საქმე

21.08.2014

კვლევითი მიმართულებები

ინფორმატიკის მიმართულება: კვლევის ძირითადი სფეროები – ციფრული სიგნალების დამუშავება, რობოტების კონსტრუირება, ახალი ტრენდები პროგრამირებაში, მონაცემთა კვლევა და ოპტიმიზაცია. აკადემიური კადრები მონაწილეობას იღებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ სამეცნიერო კონფერენციებში. ისინი თავიანთ სამეცნიერო ნაშრომებს აქვეყნებენ შესაბამის ჟურნალებში. კონფერენციების მთავარი თემატიკა: კომპიუტერული მეცნიერება, გამოყენებითი მათემატიკა, სტატისტიკა განათლებაში, სიგნალების დამუშავება და სხვა. მიმართულების ფარგლებში შექმნილია კვლევითი ჯგუფები სტუდენტების ჩართულობით და აგრეთვე რობოტების კონსტრუირების კლუბი.

სამრეწველო ინჟინერიის მიმართულება: კვლევის ძირითადი სფეროები – ხელოვნური ინტელექტი, ოპერატიული კვლევა, კონტროლის თეორია და სამრეწველო მენეჯმენტი. აკადემიური კადრები მონაწილეობას იღებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ სამეცნიერო კონფერენციებში. კონფერენციები ეძღვნება შემდეგ საკითხებს: მრავალმხრივი გადაწყვეტილების მიღების მეტოდიკა, ბიზნესის წარმოების მენეჯმენტი და წარმოების დაგეგმარება.

ინფორმატიკის მიმართულება (სამაგისტრო პროგრამა): კვლევის ძირითადი სფეროები – უკაბელო კომუნიკაცია, პირადი ვირტუალური ქსელები და ვებ პროგრამირება. აკადემიური კადრები მონაწილეობას იღებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ სამეცნიერო კონფერენციებში. კონფერენციების მთავარი თემატიკა: კომპიუტერული მეცნიერება, გამოყენებითი მათემატიკა, სტატისტიკა განათლებაში, სიგნალების დამუშავება და სხვა.  

ინფორმატიკის მიმართულება (სადოქტორო პროგრამა): კვლევის ძირითადი სფეროები – დროითი სერიების ანალიზი, ტერმინალის მართვა, სიმბოლური გამოთვლითი ტექნიკები და ინფორმატიკული ალგებრული სისტემები. აკადემიური კადრები მონაწილეობას იღებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ სამეცნიერო კონფერენციებში. დოქტორანტი სტუდენტების ნაშრომები იბეჭდება უცოურ და შზსუ-ს სამეცნიერო ჟურნალებში.