[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ჩვენ შესახებ

კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახური

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახური უზრუნველყოფს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული განვითარების მხარდაჭერას, ორიენტირებულია მათ დასაქმებასა და პროფესიულ ზრდაზე საერთაშორისო და ადგილობრივ სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

ჩვენი სერვისები სტუდენტებისთვის მოიცავს:

  • პერსონალიზებულ კარიერულ კონსულტაციას
  • რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის სწორად გენერირებასა და ინტერვიუსთვის მომზადებაში დახმარებას
  • სამუშაოს ძიების გეგმის კონსულტაცია
  • პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირება
  • სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზიარება/მხარდაჭერა
  • კარიერული განვითარების ფორუმების, სემინარების, კვირეულების, მასტერკლასების, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრების შეთავაზება
  • სასწავლო პრაქტიკის დაგეგმვის მხრივ დახმარება

მზად ვართ, დაგეხმაროთ თქვენი კარიერული მიზნების მიღწევასა და თქვენი პოტენციალის მაქსიმიზაციაში. თუ იკვლევთ კარიერულ ვარიანტებს, ეძებთ დასაქმების შესაძლებლობას ან გსურთ წინსვლა თქვენს არჩეულ სფეროში, ჩვენი სამსახური გთავაზობთ რესურსებს და გამოცდილებას, რომელიც გჭირდებათ წარმატებისთვის.

კარიერის დაგეგმვისა და განვითარების სამსახური მზადაა დაგეხმაროთ, გადადგათ თქვენი პირველი ნაბიჯი წარმატებული კარიერისკენ!