[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ვაკანსია – ბუღალტერი

კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახური

19.09.2022

საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია Ecovis Georgia აცხადებს ვაკანსიას – ბუღალტერი ბუღალტერიის დეპარტამენტში.

ძირითად ფუნცია-მოვალეობები: 

  1. მთავარი ბუღალტრის ან/და მენეჯერის მითითებების მიხედვით კომპანიის მიმდინარე საბუღალტრო საქმის დამოუკიდებლად წარმართვა – ოპერაციების შესრულება ან/და შესრულებულის მონიტორინგი;
  2. საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
  3. ხელფასის დარიცხვის უწყისის მიხედვით შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება ან/და მონიტორინგი;
  4. ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
  5. ბანკის ამონაწერის და სალაროს ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში ;
  6. სესხების და საპროცენტო ხარჯების აღრიცხვა;
  7. სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა/მონიტორინგი, სავალუტე ნაშთების სისწორის უზრუნველყოფა(გადაფასების ოპერაციების შესრულება)
  8. ძირითადი საშუალებების აღრიცხვა (შეძენა, ცვეთის დარიცხვა, რეალიზაცია)
  9. დებიტორული მოთხოვნებისა და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების სისწორის კონტროლი.
  10. დამკვეთი კომპანიის ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადება და შესაბამის ვადებში წარდგენის უზრუნველყოფა;
  11. დამკვეთისთვის წინასწარ შეთანხმებული ანგარიშების, რეპორტების მომზადების პროცესში ჩართულობა;
  12. დაქვემდებარებული ასისტენტის დეტალური ინსტრუქტაჟი/ტრეინინგი მიცემულ დავალებაზე და მონიტორინგი მათ მიერ შესრულებულ დავალებებზე/ოპერაციებზე;
  13. დაქვემდებარებული თანამშრომლ(ებ)ის (ასისტენტ(ებ)ის) მუშაოების შედეგების განხილვა მენეჯერთან/ხელმძღვანელობასთან ზეპირი ან/და წერილობითი ფორმით.

მოთხოვნებით:

  • უმაღლერი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით.
  • სავალდებულოა გავლილი ჰქონდეს ACCA-ს  მინიმუმ ერთი დონე;
  • სავალდებულოა ინგლისური B2 დონეზე ცოდნა;
  • სავალდებულოა საოფისე და ბუღალტრული პროგრამების ცოდნა.
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერის პოზიციაზე.

პიროვნული თვისებები:

  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ანაზღაურება: შეთანხმებით
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #11 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

წერითი დვალება:

  • ხანგრძლივობა: 40 -50 წუთი
  • წერითი დავალების თემა: საბაზისო ცოდნის შემოწმება ბუღალტერიასა და ფინანსებში

გასაუბრება – პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.

დასაქმების შემთხვევაში გთავაზოვთ:

  • კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
  • კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
  • პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსება.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: www.ecovis.ge