[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

თიბისი რისკების აკადემია იწყებს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მიღებას!

კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახური

19.09.2022

რას დაფარავს პროგრამა?

  • Excel-ში მონაცემების დამუშავება და ანალიზი
  • მონაცემების მოძიება და დამუშავება SQL-ით
  • მონაცემების ვიზუალიზაცია Power BI-ში
  • მონაცემთა მეცნიერება (სტატისტიკა და რეგრესიები)
  • შეხვედრები განყოფილების უფროსებთან

ვის ვეძებთ?

თუ შენ:

  • ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
  • სწავლობ ტექნიკური მიმართულებით (ფინანსები, მათემატიკა, ეკონომიკა, ა.შ.);
  • გაქვს სურვილი შეიძინო პრაქტიკული გამოცდილება საფინანსო სექტორში;
  • ხარ მოტივირებული და შრომისმოყვარე, და ფიქრობ რომ შეძლებ საკმარისი დრო დაუთმო სწავლას;
  • გსურს განივითარო და გაიუმჯობესო ანალიტიკური უნარები;
  • გაინტერესებს ჩვენს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია – რისკების მართვა; გსურს დაეუფლო მას და ჩაერთო რეალური სამუშაო ამოცანების ამოხსნაში საბანკო რისკების მიმართულებით.

კურსზე მოსახვედრად:

  • 29 სექტემბრამდე გაიარე რეგისტრაცია
  • წარმატებით გაიარე ონლაინ ტესტირება და გასაუბრება;
  • მოამზადე დავალება და წარუდგინე თიბისის რისკების გუნდს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.tbcacademy.ge/risks-academy