[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

კომპანია CandiKandy Solana აცხადებს მიღებას კურსზე Solana ვებ დეველოპერებისთვის

კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახური

20.09.2022

კომპანია CandiKandy Solana-სთან თანამშრომლობით პირველად საქართველოში აცხადებს მიღებას კურსზე – Solana ვებ დეველოპერებისთვის.

CandiKandy საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც უზრუნველყოფს შენს კარიერულ ზრდას ვებ3 სამყაროში, Solana კი ერთ-ერთი უმსხვილესი, სწრაფად მზარდი და ფართოდ გამოყებეული ბლოკჩეინ ქსელია.

კურსი დაგეხმარება დაიწყო შენი მოგზაურობა ვებ3 სამყაროში, გახდე ბლოკჩეინ დეველოპერი და კურსის წარმატებით გავლის შემდგომ დასაქმდე ამ მიმართულებით.

ურსის ღირებულება შეადგენს 2000ლარს, პირველი ნაკადისთვის შერჩეული სტუდენტები ისარგებლებენ სოლანასგან 60% თანადაფინანსებით, რის შემთხვევაში სწავლის ღირებულება შეადგენს 800 ლარს.

დეტალები:

  • სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე
  • განრიგი (12 შეხვედრა): ხუთშაბათი – 16:00 – 18:00 შაბათი – 16:00 – 18:00
  • ლოკაცია: ი.ჭავჭავაძის N37, ტერმინალი
  • კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი და NFT (On-chain proof of certification) წარმატებული სტუდენტები 3 თვის განმავლობაში დასაქმდებიან/ სტაჟირებას გაივლიან პარტნიორ კომპანიებში
  • წარმატებული სტუდენტები გაივლიან მასტერკლასს – როგორ გავიარო გასაუბრება პერსონალური კარიერის მენეჯერი

კურსის გასავლელად აუცილებელია Javascript/NodesJS საწყისების ცოდნა. სტუდენტს უნდა ჰქონდეს ლეპტოპი.

ლექტორი – ლევან ილაშვილი Software/ Web დეველოპერი 11 წლიანი გამოცდილებით; 2018 წლიდან მუშაობს ბლოკჩეინ/კრიპტო პროექტებზე. CoinSwap.ge-ის თანადამფუძნებელი და CTO.

აპლიკაციების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 30 სექტემბრის ჩათვლით, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

სწავლა იწყება ოქტომბერში.

ვებ-საიტი : www.candikandy.xyz

სარეგისტრაციო ფორმა: https://www.candikandy.xyz/application-form

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა – ana@candikandy.xyz

ტელეფონის ნომერი: 514 58 18 18