[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

სტუდენტური კონფერენცია ”Creative Thinking”

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტური კონფერენცია ''Creative Thinking'' გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. კონფერენცია-კონკურსის მთავარი ამოცანა ბიზნეს იდეების მაქსიმალურად პრაქტიკული და რეალისტური გზით გადაჭრა იყო.

წარმოდგენილ 10-ზე მეტ პროექტს შორის იყო ისეთი ბიზნეს გეგმები როგორებიცაა: აუდიო წიგნები/მუსიკასთან სინქრონიზირებული ელ.წიგნები, ავტო რეაბილიტაციის გამარტივებული სისტემა, ეკომუზეუმი, პლასტიკატის ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო და სხვა.