[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ბარბარა ქოეს საჯარო ლექცია

22.10.2015

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დოქტორანტი თანამშრომლების აკადემიურად განვითარების ფარგლებში, პროფესორ ბარბარა ქოეს საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე : ''Discussing and Managing Ph.D Process''.

21 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი თანამშრომლების აკადემიურად განვითარების პროგრამის ფარგლებში, პროფესორმა ბარბარა ქოემ საჯარო ლექცია გამართა თემაზე: ''დისერტაციაზე მუშაობის პროცესის განხილვა და მართვა“.
ბარბარა ქოე გახლავთ მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი (აშშ), Fulbright პროგრამის სპეციალისტი, აშშ-ს საერთაშორისო საკონსულტაციო და მდგრადი განვითარების საკითხებში ექსპერტი. პროფესორს წაკითხული აქვს ლექციები პოლიტიკურ მეცნიერებებში, საჯარო პოლიტიკაში, საჯარო ადმინისტრირებასა და მართვაში.
ქოემ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა დისერტაციის წერის შესახებ, IBSU-ს დოქტორანტებს დისერტაციაზე მუშაობის პროცესის სქემა და სტრუქტურა გააცნო, შესაბამისი ინფორმაციისა და საჭირო ლიტერატურის მოძიების საშუალებები, ასევე, განიხილა მასთან დაკავშირებული სირთულეები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.