მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთები მიიღება
10.09.2020შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთები მიიღება 14-დან 18 სექტემბრამდე. აპლიკანტმა განცხადებით უნდა მიმართოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ელექტრონული ფორმით გამოაგზავნოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია ფაკულტეტის ელ-ფოსტაზე: sseduhum@ibsu.edu.ge
- ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
- უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ სსიპ
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- 2 ფოტო (3X4);
- რეზიუმე/CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის);
- საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
აპლიკანტი ვალდებულია ჩააბაროს მისთვის მინიჭებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხისა და ჩაბარებული საგნის გამოცდის შესაბამისი შზსუ-ს მიერ განსაზღვრული გამოცდა; გამოცდა ჩატარდება 21 სექტემბერს, 14:00 საათზე (ოთახი #A302).