[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

ამერიკის საელჩო და IBSU ერთობლივ პროექტს განახორციელებენ

ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. დოქტ. ილიას ჩილოღლუს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აშშ-ს საგარეო ურთიერთობების ლექციების ექვსკვირიანი დისტანციურ პროექტზე,

 რომელშიც ჩართული იქნებიან ამერიკისმცოდნეობის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტუდენტები. ამასთან, შავი ზღვის საერთაშორსიო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ''ამერიკულ კუთხეს“ აშშ-ს საელჩომ ტრადიციულად საჩუქრად გადასცა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის, ლიტერატურის, პოლიტიკის, კულტურის, პრეზიდენტების ბიოგრაფიების და მოღვაწეობის შესახებ გამოცემული ძვირადღირებული წიგნები. შეხვედრისას საუბარი შეეხო, ასევე, მომავალ თანამშრომლობას.