[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ტრენინგ-კურსი

16.05.2016

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის თანამშრომლობით გაიმართა სერთიფიცირებული ტრენინგი თემაზე "თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება – ეკონომიკური თავისუფლება, როგორც პიროვნული და პოლიტიკური თავისუფლების წინაპირობა".

ტრენინგ-კურსის ფარგლებში ლექციები წაიკითხეს ეკონომიკის დოქტორმა, რამაზ გერლიანმა კონკურენტუნარიანი ბაზრის და სახელმწიფოს თავისუფალი ბაზრის პრინციპებში ჩარევის შესახებ და ირაკლი მაკალათიამ კერძო საკუთრების მნიშვნელობაზე მდგრადი ეკონომიკური განვითარების პროცესში. დასასრულს ექსპერტებმა უპასუხეს მონაწილეების კითხვებს.