[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ინგლისურენოვანი ესეების  კონკურსი – „An Art of Being a Woman in Anime Culture“

17.02.2022

თუ წერისას თავდაჯერებულად გრძნობთ თავს და ანიმე კულტურით ჩვეულებრივ ჰობზე მეტად ხართ გატაცებული, მაშინ ეს ინგლისურენოვანი ესეების  კონკურსი – „An Art of Being a Woman in Anime Culture“ – თქვენთვის არის!

გამოგვიგზავნეთ თქვენი ესეები ინგლისურ ენაზე ანიმეებიდან იმ ქალი პერსონაჟების შესახებ, რომლებიც თქვენთვის ნამდვილი მისაბაძი მაგალითი და ინსპირაციის წყაროა.

ნამუშევრების გამოგზავნა შეგიძლიათ ბმულზე: https://forms.gle/nr5kRRfvQ5rX5of47 (აქვე იხილავთ კრიტერიუმს)

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტების მიერ შექმნილი ენის კლუბის, „Lingo Quest”-ის არის ორგანიზებული.

მიღების ბოლო ვადა – 4 მარტი.

კონკურსის შედეგად გამოვლენილ 3 გამარჯვებულს სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს ღონისძიების სპონსორი  Mangamoon.