2023 წლის 17 ნოემბერს, 11:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება ამერიკის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მიერ ორგანიზებული, ამერიკელი და ქართველი მოსამართლეების ერთობლივი საჯარო ლექცია თემაზე: „გამოწვევები ოჯახური ძალადობის საქმეთა განხილვისას – ქართული და ამერიკული გამოცდილება“.
ლექციაზე მომხსენებლები იქნებიან:
- ქართველი მოსამართლე, პროფესორი ლევან დარბაიძე
- ამერიკელი მოსამართლეები – ელისაბედ ესპინოზა და ქეროლ ქელი
ლექციას ასევე დაესწრებიან:
- დოქტორი პატრიცია ვილდერმუტი, ამერიკის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს უფროსი მრჩეველი მართლმსაჯულების საკითხებში
- ეკატერინე ფოფხაძე, ამერიკის საელჩოს მართლმსაჯულების პროგრამის კოორდინატორი.
ლექციის ხანგრძლივობა: 1,5 საათი
დარეგისტრირდით: https://bit.ly/3Su0JLD
📍 ბიბლიოთეკა