[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

დასაქმების ფორუმი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის

Loading Events
  • This event has passed.

21

ივნ

დასაქმების ფორუმი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის

ივნ 21 @ 12:00 PM - 5:00 PM

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით 21 ივნისს გაიმართება მასშტაბური დასაქმების ფორუმი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის. 

თუ ეძებთ სამსახურს, სიახლეებს ან ახალ გამოწვევებს, დასაქმების ფორუმი გაძლევთ შანსს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ თქვენს კარიერულ განვითარებაში. 

ფორუმის განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა დაუკავშირდეთ თქვენთვის საინტერესო მიმართულებების წამყვან კომპანიებსა და დამსაქმებლებს. 

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა დასაქმების ფორუმში?

  • შეხვდებით თქვენთვის საინტერესო მიმართულების წამყვან კომპანიებს
  • აღმოაჩენთ პოტენციური სამუშაო ადგილისა და სტაჟირების შესაძლებლობებს
  • მიიღებთ  კარიერულ რჩევებსა და რეკომენდაციებს
  • მიიღებთ საინტერესო  ინფორმაციებს დასაქმების ბაზრის შესახებ

ფორუმში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/8d19Hw6Raumexjp79

დასაქმების ფორუმის ფარგლებში, 17-21 ივნისის კვირეულში გაიმართება სხვადასხვა საინტერესო შეხვედრა თუ როგორ დავგეგმოთ კარიერა, განვავითაროთ პიროვნული უნარ-ჩვევები, გავხდეთ კონკურენტუნარიანი დასაქმების ბაზარზე, გავაანალიზოთ ტენდენციები და შესაძლებლობები. 

  • თარიღი: 21 ივნისი, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე
  • ადგილი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შიდა ეზო

არ გამოტოვოთ შანსი განავითაროთ თქვენი მომავალი!