[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

დებატების ჩემპიონატი მოსწავლეებისთვის

Loading Events
  • This event has passed.

19

ოქტ

დებატების ჩემპიონატი მოსწავლეებისთვის

ოქტ 19 @ 12:00 PM - 5:00 PM

IBSU-ს დებატების ჩემპიონატი მოსწავლეებისთვის იწყება!

პროექტი საშუალებას მოგცემს განავითარო კრიტიკული და სხარტი აზროვნება, აქტიური მოსმენის უნარი, შეისწავლო არგუმენტის სწორად ფორმირება, მისი მაგალითებით გამყარება და ჯანსაღი კრიტიკის მიღება.

დებატების ორდღიანი ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ტური გაიმართება 19-20 ოქტომბერს.

პროექტის მონაწილეები პირველ დღეს სრულად შეისწავლიან დებატებთან დაკავშირებულ თეორიულ საკითხებს და ითამაშებენ საცდელ რაუნდს, მიიღებენ უკუკავშირს მსაჯებისგან, რის შემდეგაც მეორე დღეს ჩაერთვებიან საკონკურსო ნაწილში, რომელიც მოიცავს ორ სადებატო რაუნდს.

პირველ რაუნდში გამარჯვებული გუნდები გადაინაცვლებენ მეორე ეტაპზე, სადაც გამოვლინდებიან ფინალისტი გუნდები, რომლებიც აკადემიური წლის დასასრულს იბრძოლებენ ჩემპიონის ტიტულისთვის.

დებატები გაიმართება ბრიტანული საპარლამენტო სტილით და ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 16 გუნდი. (თითო გუნდში უნდა იყოს 2 მონაწილე).

ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილება დაგეხმარებათ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ჩემპიონატზე დაგხვდებათ მეგობრული გარემო, ჯანსაღი კონკურენცია, კვალიფიციური და გამოცდილი ტრენერები, თანამედროვეობაში აქტუალური რეზოლუციები და თეორიულ ნაწილთან შერწყმული პრაქტიკული დავალებები.