კორეული ენისა და კულტურის კლუბი აგრძელებს აქტიურობას და გიბრუნდებათ ახალი გეგმებითა და შემართებით.
ვიფიქრეთ, რომ უკეთესი იქნებოდა თქვენთვის კორეული კულტურა უკეთ გაგვეცნო. ამჯერად, შევჩერდით ბადუკზე, კორეულ ტრადიციულ თამაშზე.
Baduk(바둑) იგივე “გო”, 2500 წლის წინ ჩინეთში შეიქმნა და დღემდე უძველეს სამაგიდო თამაშად მიიჩნევა. მიუხედავად მარტივი წესებისა, გო საკმაოდ ჩახლართულია. ჭადრაკის დაფასთან შედარებით მისი დაფა უფრო დიდი და კომპლექსურია. იცოდით, რომ ბადუკი ჭადრაკზე რთულიც შეიძლება იყოს? ჩვენ გაძლევთ შანსს, რომ მისი სირთულე პროფესიონალებთან ერთად თავად შეაფასოთ
5 აპრილს, 4 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კორეული ენისა და კულტურის კლუბი გეპატიჟებათ კორეული ტრადიციული სამაგიდო თამაშის “გოს “მასტერკლასზე.
მასტერკლასს ჩაატარებენ საქართველოს გოს ფედერაციის წარმომადგენლები.
📍 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, A101 ოთახი
მასტერკლასში მონაწილეობისთვის აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება – https://bit.ly/433kE79