18 ივნისს, 16:00 საათზე, კარიერული კვირეულის ფარგლებში გაიმართება სესია – როგორ შევქმნათ ეფექტური რეზიუმე და სამოტივაციო წერილი და როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის.
გელოდებით სესიაზე, რომელიც დაგეხმარებათ წარმატებულ კარიერულ ნაბიჯების გადადგმაში!
შეხვედრაზე განვიხილავთ:
- როგორ შევქმნათ მკაფიო და შთამბეჭდავი რეზიუმე
- როგორ დავწეროთ გამორჩეული სამოტივაციო წერილი
- როგორ მოვემზადოთ და გავიაროთ გასაუბრება წარმატებით
სესიას გაუძღვებიან:
- მურო თაკალანძე, გაეროს ასოციაციის განათლებისა და ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელი, კარიერული განვითარების სპეციალისტი
- ქეთი არჯევანიძე, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტების ასისტენტი, მოხალისეთა ჰაბის ქალთა კარიერული განვითარების პროექტების კოორდინატორი, “ასისტენტის” კონსულტანტი.
ლოკაცია: ბიბლიოთეკის საკონფერენციო
მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ შემდეგი სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/Eb9xS8gBb8f7HHLt6o