21 ივნისს, 14:00 საათზე, IBSU-ს ლექტორი გიორგი ლორია გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: “სახელმწიფოს აღქმა და სამართლებრივი რეგულირების არეალის გაფართოების აუცილებლობები.”
შეხვედრა იქნება ინტერაქციული ხასიათის. საჯარო ლექციის მიმდინარეობისას სპიკერი ისაუბრებს აღნიშნულ საკითხზე, მის ფარგლებში არსებულ პრობლემებზე და გადაჭრის გზებზე.
დამსწრე პირებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან შეკითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
📍ბიბლიოთეკა