IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტების პროექტის ფარგლებში, 26 ივნისს გაიმართება სამოქალაქო აქტივისტების, ნიკო მანაგაძისა და ვადო მაჭავარიანის საჯარო ლექცია თემაზე -“ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის.”
შეხვედრის მეორე ნაწილში, IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი მაგდა მემანიშვილი ისაუბრებს მედიის როლზე საქართველოს ევროპეიზაციის პროცესში.
თარიღი და დრო: 26 ივნისი, 12:00 საათი
ადგილი: ბიბლიოთეკის მცირე საკონფერენციო დარბაზი