[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სტარტაპეროლოგია

Loading Events
  • This event has passed.

23

დეკ

სტარტაპეროლოგია

23/12/2022 @ 3:00 PM - 5:00 PM

📣როდესაც დამსაქმებელს შესდის უამრავი CV რატომ უნდა აგარჩიოს მაინც და მაინც შენ? როგორ უნდა განსხვავდებოდეს შენი რეზიუმე სხვებისგან?

🔸სიმართლე ის არის, რომ დასაქმება საკმაოდ კომპლექსური საკითხია, რომელიც როგორც დამსაქმებლის, ასევე სამსახურის მაძიებლის მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამ პროცესს კი უფრო ართულებს ის, რომ CV მხოლოდ ზედაპირულად გვაცნობს ადამიანს

🔸 რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც გვსურს, რომ ჩვენი უნარები მაქსიმალურად გავაცნოთ დამსაქმებელს გასაუბრებამდე?

🔸სწორედ ამ პრობლემის ირგვლივ შეიქმნა „Skilltape“ – ტალანტების ციფრული სივრცე. მოცემულ პლატფორმაზე სამსახურის მაძიებლები ქმნიან პროფილებს და ამასთან ერთად, ინდივიდუალიზმის გაღრმავებისთვის აქვთ შესაძლებლობა, რომ ჩაწერონ 1 წუთიანი ვიდეო-პრეზენტაცია თავიანთი მიღწევების, მიზნების, ინტერესების შესახებ. ასე რომ, თუ გსურს გაიგო მეტი ამ პლატფორმის შესახებ, და იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც შეცვლის სამსახურის ძიების არსებულ პრაქტიკას, მაშინ გელით პარასკევს, 23 დეკემბერს, 15:00 საათზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში A101 აუდიტორიაში, სადაც “Skilltape”-ის დამფუძნებელი, ანა ავეჩბა, ისაუბრებს პლატფორმის განვითარების ეტაპებზე და მის როლზე დასაქმების სისტემაში

🔸მანამდე კი, დამატებითი ინფორმაციისთვის გიზიარებთ პლატფორმის ლინკს, სადაც შეგიძლიათ დაწვრილებით იხილოთ პროფილის შექმნის საფეხურები https://skilltape.com/en/about-us?fbclid=IwAR1BAL7Om-Jh-H2k_gOg5QiGsb_wfKK_WmzJDpPDKYtRZ1-rrwQBkLQA1I0

So don’t hasitate, catch our NEXT wave!

Event Details

Date: 23/12/2022 @ 3:00 PM - 5:00 PM
Time: 3:00 PM - 5:00 PM