IBSU-ს ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, 8 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე “ფინანსური სტაბილურობა და ეროვნული ბანკის ინსტრუმენტები.”
ლექციის ფარგლებში მომხსენებელი ალექსანდრე ერგეშიძე ისაუბრებს ეროვნული ბანკის საქმიანობის, ფუნქციებისა და მიზნების შესახებ, როგორ აანალიზებს ეროვნული ბანკი ბანკების სტაბილურობას და რა ინსტრუმენტებს იყენებს ამ პროცესში.
სპიკერის შესახებ:
ალექსანდრე ერგეშიძე პროფესიით ეკონომისტია, ISET – International School of Economics – ის სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, მოიპოვა ეკონომიკის დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University – ში. ასევე, გავლილი აქვს International Monetary Fund – ისა და World Bank – ის პროფესიული კურსები. მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით ეროვნულ ბანკში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
📍 A 101