აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია ქალთა პოლიტიკური და სამოქალაქო მონაწილეობის და აქტიურობის გაძლიერება.
ამ მიზნით იგეგმება უფასო “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის აკადემიები.” პროექტის მონაწილეობისთვის თბილისში ჩატარდება ინტენსიური სამთვიანი სასწავლო ტრენინგები და მენტორობის სესიები.
სასწავლო პროგრამა მოიცავს ლექციებს, სემინარებსა და პოლიტიკის სიმულაციებს, რათა მონაწილეები უკეთ გაერკვნენ დემოკრატიის, თანასწორობის, აქტივიზმის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საკითხებში.
აღნიშნული პროექტის გასაცნობად, 12 დეკემბერს, 14:30-ზე, ორგანიზატორები IBSU-ს სტუდენტებთან გამართავენ შეხვედრას.
📍ბიბლიოთეკა