[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU-ს პროექტი „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“

Loading Events
  • This event has passed.

20

მაი

IBSU-ს პროექტი „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“

20/05/2023 @ 1:00 PM - 21/05/2023 @ 4:00 PM

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის პროექტი, „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“,  მიზანად ისახავს IX, X, XI, და XII კლასის მოსწავლეებისთვის არქიტექტურის პროფესიის საფუძვლების გაცნობას. პროექტი მათ დაეხმარება გაიგონ დიზაინის საფეხურები კონცეფციიდან რეალიზაციამდე.

ლექციებს ჩაატარებენ არქიტექტურის პროგრამის წარმატებული და აქტიური სტუდენტები.

პროექტი, რომელიც მეორედ ხორციელდება, სკოლის მოსწავლეებს ოთხ კურსს სთავაზობს:

  • არქიტექტურული ჩანახატები (სქეჩინგი)
  • არქიტექტურული ხაზვა
  • არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლები
  • მაკეტის შექმნა (მოდელირება)

ლექციები 2023 წლის 13 მაისიდან 5 ივნისამდე, შაბათ-კვირას და ორშაბათს ჩატარდება. თითოეული ლექციის ხანგრძლივობა იქნება 3 საათი და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს.

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური.

პროექტის კოორდინატორები: გიორგი წანაწყენიშვილი და ნათავან ალიევა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: nalieva@ibsu.edu.ge

დარეგისტრირდით წინასწარ: https://bit.ly/3oVOafs