ძვირფასო პირველკურსელებო,
კიდევ ერთხელ გილოცავთ სტუდენტობას, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს თქვენს ცხოვრებაში. IBSU-ს ერთიან და საიმედო ოჯახში გაწევრიანებით თქვენ მიიღებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას და შეიძენთ და განავითარებთ საჭირო უნარებს.
გვჯერა, თქვენი სტუდენტური ცხოვრება სავსე იქნება მხიარული და ნაყოფიერი დღეებით.
სანამ ჩაებმევით სწავლის საინტერესო პროცესში, 28 სექტემბერს, 18:00 საათზე გიწვევთ Welcome Party-ზე, სადაც თქვენთვის ჯგუფი Killages იმღერებს.
გთავაზობთ საღამოს განრიგს:
18:00 – საღამოს გახსნა
19:00 – Killages კონცერტი
20:00 – 22:00 – DJ NIKKIE