[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საინფორმაციო შეხვედრა მოხალისეობის მსურველთათვის

Loading Events
  • This event has passed.

11

ივნ

საინფორმაციო შეხვედრა მოხალისეობის მსურველთათვის

ივნ 11 @ 12:00 PM - 1:00 PM

11 ივნისს, 12:00 საათზე, IBSU-ს საკონფერენციო დარბაზში 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზარდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას მოხალისეობის მსურველთათვის.

დეტალური ინფორმაცია:

2025 წელს საქართველო მასპინძლობს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, რომელიც გაიმართება 2-დან 16 თებერვლამდე. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომელიც საქართველოში ჩატარდება.

აღნიშნული ფესტივალი გაიმართება სამ ლოკაციაზე: თბილისი, ბათუმი, ბაკურიანი.

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის 8 სახეობა იქნება წარმოდგენილი:

  • სამთო-სათხილამურო (ალპური) სრიალი
  • სრიალი თავისუფალის სტილით (ფრისტაილი)
  • სნოუბორდინგი
  • ბიატლონი
  • თხილამურებით რბოლა
  • ციგურებით რბოლა (შორტ ტრეკი)
  • ფიგურული ციგურაობა
  • ყინულის ჰოკეი

აღნიშნულ ღონისძიებას ბაკურიანი 2025-ის საორგანიზაციო კომიტეტი ატარებს.

ღონისძიების ჩატარებისთვის საჭიროა 800-მდე მოხალისე.

შერჩეული მოხალისეები, შესაბამისი ინტერესების სფეროდან გამომდინარე, გადანაწილდებიან სხვადასხვა დეპარტამენტებში, ჩაუტარდებათ ზოგადი და სპეციალური ტრეინინგი, რომლის შემდგომ გაემგზავრებიან სხვადასხვა ქალაქებში, საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შერჩეულ ლოკაციებზე, მთავარი ღონისძიების ბაკურიანი 2025 დაწყების მომენტიდან.

ბაკურიანი 2025 დეპარტამენტები

  • მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
  • საშეჯიბრო დეპარტამენტი
  • კვების, ტრანსპორტისა, განთავსების და დახვედრა გაცილების დეპარტამენტი
  • სამედიცინო დეპარტამენტი
  • ადმინისტრაციული დეპარტამენტი
  • დოპინგ კონტროლი
  • მოხალისეთა დეპარტამენტი
  • ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და აკრედიტაციის დეპრტამენტი,IT
  • უსაფრთხოების დეპარტამენტი
  • ვიპ კონტროლის და სამთავრობო სერვისების დეპარტამენტი

მოხალისეთა ჩაცმულობას, ბაკურიანში ტრანსპორტირებას, ბაკურიანში ცხოვრებასა და კვებას უზრუნველყოფს „ბაკურიანი 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტი.