[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

Views Navigation

Event Views Navigation

Today

სამაგიდო თამაში – “ევროპის გზა”

21 ივნისს, 14:00 საათზე IBSU-ს Game Room-ში გაიმართება სამაგიდო თამაში - "ევროპის გზა". გამარჯვებულ გუნდს საჩუქრებს გადასცემს EU Neighbour East Young European Ambassadors - ახალგზარდა ევროპელი ელჩების ინციატივა საქართველოში და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

EBSCO-ს ბაზების გამოყენების ტრენინგი სტუდენტებისთვის

21 ივნისს, 15:00 საათზე, სტუდენტებისთვის გაიმართება EBSCO-ს ბაზების გამოყენების ტრენინგი. 2024 წლის აპრილიდან IBSU-ს ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო ელექტრონული ბაზა, EBSCO, რომელიც წარმოადგენს ჟურნალებისა და საცნობარო გამოცემების უდიდეს კოლექციას. EBSCO EP Package PREMIER პაკეტში შემავალი 11 ელექტრონული ბაზა მოიცავს მრავალფეროვან აკადემიურ რესურსებს, ელექტრონულ ინდექსირებად ჟურნალებს, […]

ღია კარის დღე

აბიტურიენტებო, ყოველ პარასკევს, 16:00 საათზე, IBSU გელოდებათ ღია კარის დღეზე! გაეცანი IBSU-ს საბაკალავრო პროგრამებს, უნივერსიტეტის შეთავაზებებს და დაათვალიერე კამპუსი. შეხვდი სკოლის დეკანს, შენი მომავალი პროგრამის ხელმძღვანელს და შენი პროგრამის სტუდენტებს. დასვი კითხვები და მიიღე ამომწურავი ინფორმაცია. მოემზადე სტუდენტური თავგადასავლებისთვის, გელოდებით IBSU-ში. დარეგისტრირდი: https://bit.ly/3Fh1BeJ

საჯარო ლექცია – ვიდეო და ფოტოგრაფია

24 ივნისს, 12 საათზე, B106-ში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე - "ვიდეო და ფოტოგრაფია, მათი სპეციფიკა, გასათვალისწინებელი დეტალები." მოწვეული სპიკერი - ოლიკო ცისკარიშვილი, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ლექტორი.

იდეათონი -“ცვლილებები ციფრული განათლებისთვის”

IBSU-ს ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, 24-25 ივნისს გაიმართება იდეათონი - “ცვლილებები ციფრული განათლებისთვის.” იდეათონის მონაწილეებმა 48 საათის განმავლობაში უნდა შეიმუშაონ ინოვაციური იდეები და შექმნან პროტოტიპები საგანმანათლებლო თემატიკაზე. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, რომლებიც კავშირშია ტექნოლოგიებთან და ინოვაციასთან და […]

კინოჩვენება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტების ორგანიზებით, 24 ივნისს, 18:00 საათზე გაიმართება კინოჩვენება ფილმი: “12 განრისხებული მამაკაცი “  

იდეათონი-“ცვლილებები ციფრული განათლებისთვის”

IBSU-ს ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, 24-25 ივნისს გაიმართება იდეათონი - “ცვლილებები ციფრული განათლებისთვის.” იდეათონის მონაწილეებმა 48 საათის განმავლობაში უნდა შეიმუშაონ ინოვაციური იდეები და შექმნან პროტოტიპები საგანმანათლებლო თემატიკაზე. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, რომლებიც კავშირშია ტექნოლოგიებთან და ინოვაციასთან და […]

კინოჩვენება – “მკვდარი პოეტების საზოგადოება”

25 ივნისს, IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტების ორგანიზებით გაიმართება კინოჩვენება. დრო: 18:00 | A101 ფილმი: "მკვდარი პოეტების საზოგადოება"

საჯარო ლექცია – “დიპლომს მიღმა”

26 ივნისს, A101-ში გაიმართება IBSU-ის თანასწორობის კლუბის საჯარო ლექცია თემაზე - “დიპლომს მიღმა.” შეხვედრას წარუძღვებიან IBSU-ის პროფესორი მარიამ მერკვილაძე და Youth Center of Georgia-ს წარმომადგენელი თათია ლომსაძე.  

საჯარო ლექცია – “ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” 

IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტების პროექტის ფარგლებში, 26 ივნისს გაიმართება სამოქალაქო აქტივისტების, ნიკო მანაგაძისა და ვადო მაჭავარიანის საჯარო ლექცია თემაზე -"ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის." შეხვედრის მეორე ნაწილში, IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი მაგდა მემანიშვილი ისაუბრებს მედიის როლზე საქართველოს ევროპეიზაციის პროცესში. […]

გაცვლითი პროგრამები და მისი მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციისათვის

26 ივნისს, 14:00 საათზე, ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე - “გაცვლითი პროგრამები და მისი მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციისათვის”. ლექციას წარუძღვება კონსტანტინე გაგნიძე, ორგანიზაცია “ამრელას” წარმომადგენელი.  

საჯარო ლექცია – სწავლა აშშ-ში, გაცვლითი პროგრამები, დაფინანსებები

26 ივნისს 15:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტების ორგანიზებით. შეხვედრის თემა: სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაცვლითი პროგრამები და დაფინანსებები. სპიკერი: თეა კუჭუხიძე, ამერიკის საელჩოს განათლებისა და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი.