კინოჩვენება
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტების ორგანიზებით, 24 ივნისს, 18:00 საათზე გაიმართება კინოჩვენება ფილმი: “12 განრისხებული მამაკაცი “
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტების ორგანიზებით, 24 ივნისს, 18:00 საათზე გაიმართება კინოჩვენება ფილმი: “12 განრისხებული მამაკაცი “
IBSU-ს ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, 24-25 ივნისს გაიმართება იდეათონი - “ცვლილებები ციფრული განათლებისთვის.” იდეათონის მონაწილეებმა 48 საათის განმავლობაში უნდა შეიმუშაონ ინოვაციური იდეები და შექმნან პროტოტიპები საგანმანათლებლო თემატიკაზე. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, რომლებიც კავშირშია ტექნოლოგიებთან და ინოვაციასთან და […]
25 ივნისს, IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტების ორგანიზებით გაიმართება კინოჩვენება. დრო: 18:00 | A101 ფილმი: "მკვდარი პოეტების საზოგადოება"
26 ივნისს, A101-ში გაიმართება IBSU-ის თანასწორობის კლუბის საჯარო ლექცია თემაზე - “დიპლომს მიღმა.” შეხვედრას წარუძღვებიან IBSU-ის პროფესორი მარიამ მერკვილაძე და Youth Center of Georgia-ს წარმომადგენელი თათია ლომსაძე.
IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტების პროექტის ფარგლებში, 26 ივნისს გაიმართება სამოქალაქო აქტივისტების, ნიკო მანაგაძისა და ვადო მაჭავარიანის საჯარო ლექცია თემაზე -"ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის." შეხვედრის მეორე ნაწილში, IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი მაგდა მემანიშვილი ისაუბრებს მედიის როლზე საქართველოს ევროპეიზაციის პროცესში. […]
26 ივნისს, 14:00 საათზე, ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე - “გაცვლითი პროგრამები და მისი მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციისათვის”. ლექციას წარუძღვება კონსტანტინე გაგნიძე, ორგანიზაცია “ამრელას” წარმომადგენელი.
26 ივნისს 15:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტების ორგანიზებით. შეხვედრის თემა: სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაცვლითი პროგრამები და დაფინანსებები. სპიკერი: თეა კუჭუხიძე, ამერიკის საელჩოს განათლებისა და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024 წლის 28 ივნისს უმასპინძლებს რიგით მე-3 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სტუდენტურ კონფერენციას. კონფერენციის მიზანია წაახალისოს და ჩართოს სტუდენტები კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა დამოუკიდებლად კვლევის განხორციელება, ფართო აუდიტორიის […]
აბიტურიენტებო, ყოველ პარასკევს, 16:00 საათზე, IBSU გელოდებათ ღია კარის დღეზე! გაეცანი IBSU-ს საბაკალავრო პროგრამებს, უნივერსიტეტის შეთავაზებებს და დაათვალიერე კამპუსი. შეხვდი სკოლის დეკანს, შენი მომავალი პროგრამის ხელმძღვანელს და შენი პროგრამის სტუდენტებს. დასვი კითხვები და მიიღე ამომწურავი ინფორმაცია. მოემზადე სტუდენტური თავგადასავლებისთვის, გელოდებით IBSU-ში. დარეგისტრირდი: https://bit.ly/3Fh1BeJ
9 ივლისს, კანადის წმინდა მერის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯუნ რუივივარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართავს ლექციას თემაზე - "User Experience in Language Teaching and Research." დრო: 10:00-14:00 A101
📢 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2023-2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართება 4 აგვისტოს, 16:00 საათზე. ℹ️ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს ღონისძიებას დაესწროს მის ორ თანხმხლებ პირთან ერთად. 🎤 ღონისძიებაზე იმღერებს Voice-ის ფინალისტი გიორგი დათიაშვილი თავის ბენდთან ერთად და დაუკრავს DJ ჯიმი […]
13-14 სექტემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ორგანიზებული კონფერენცია: "საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე: პოლიტიკა, საზოგადოება, დრო, საქართველოს ინტეგრაციის ნარატივები." 🕙 11:00 📍A214 On 13-14 September, the International Black Sea University will host a conference "Georgia at the […]