პირველკურსელთა საყურადღებოდ!
09.09.2020გაცნობებთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გაახანგრძლივა სარეგისტრაციო პერიოდი მიმდინარე თვის 20 რიცხვამდე იმ პირველკურსელი სტუდენტებისათვის ვინც იმყოფება კარანტინში, იზოლაციაში ან საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე თბილისში ჩამოსვლას გეგმავს 1 ოქტომბერს.
რეგისტრაციისათვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმატით (სკანირებული ან ფოტომასალა) წარმოდგენა შესაძლებელია უნივერსიტეტის ელ. ფოსტის მეშვეობით – contact@ibsu.edu.ge.
- ატესტატი
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი
- ფოტოსურათი 3×4
- სწავლის საფასურის შეღავათის არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტი
- წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობა (ვაჟებისთვის)
ელექტრონული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, დაგიკავშირდებათ უნივერსიტეტის წარმომადგენელი შემდგომი პროცედურების განსახორციელებლად და ხელშეკრულების გასაფორმებლად.