[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

საბაკალავრო პროგრამების პირველკურსელთა საყურადღებოდ!

01.09.2021

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება და გადაწყვიტა, საბაკალავრო პროგრამების პირველკურსელთა რეგისტრაცია ჩაატაროს ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი – პირველადი რეგისტრაცია

პირველადი რეგისტრაცია ჩატარდება 13-20 სექტემბერს, ელექტრონულად;

პირველკურსელები მიიღებენ სარეგისტრაციო ლინკს, სადაც შეძლებენ ატვირთონ ინფორმაცია და რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები;

სარეგისტრაციო ლინკი გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება  უნივერსიტეტის ვებ-გვერდსა და Facebook გვერდზე რეგისტრაციის დაწყებისთანავე – 13 სექტემბერს.

პირველადი რეგისტრაციის დროს ასატვირთი დოკუმენტები:

შიდა გრანტით სარგებლობისთვის, რეგისტრაციის დროს, სტუდენტებმა უნდა ატვირთონ გრანტის სარგებლობისთვის საჭირო, დამადასტურებელი ელექტრონული დოკუმენტის ფოტო მასალა;

მეორე ეტაპი – საბოლოო რეგისტრაცია

საბოლოო რეგისტრაციისთვის აუცილებელია, პირველკურსელები მოვიდნენ უნივერსიტეტის კამპუსში 20-24 სექტემბერს და მოიტანონ ორიგინალი დოკუმენტები:

  1. ატესტატის ორიგინალი;
  2. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
  3. ელექტრონული ფოტოსურათი (დისკზე) და ფოტოსურათი  3X4(2 ცალი);
  4. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).

სწავლის საბოლოო საფასურის კალკულაცია (სახელმწიფო და შიდა გრანტის გათვალისწინებით)  მოხდება საბოლოო რეგისტრაციის დროს.

სწავლა დაიწყება 27 სექტემბერს

გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ სასწავლო წელს !