[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ებერტის ფონდი და თავისუფალი ასოციაცია აცხადებს კონკურსს პროექტის „სამხრეთ კავკასია ფოტოობიექტივში“ ფარგლებში

31.05.2022

თუ ახალგაზრდა ხარ, გაინტერესებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები, თვლი, რომ ახალგაზრდების როლი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და სოციალური საკითხების წარმართვაში მნიშვნელოვანია, ამავე დროს, საკუთარი ნააზრევის ფურცლებზე გადატანაც მოგწონს, ჩვენი კონკურსი შენთვის არის!

გამოგვიგზავნე ესეი არაუმეტეს ორი გვერდისა და გაგვიმხილე, რას ფიქრობ სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე, როგორ იცნობ კონფლიქტების მიზეზებს, როგორ წარმოგიდგენია ამ რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარება, შენ რა გზებს მიმართავდი და როგორ აღადგენდი ადამიანებს შორის ნდობას?!

ტექსტი არ უნდა შეიცავდეს სიძულვილის ენას, ხალხებს შორის შუღლს, მტრობას, ზიზღს არ უნდა აღვივებდეს.

კონკურსი პროექტის „სამხრეთ კავკასია ფოტოობიექტივში“ ფარგლებში ტარდება, რომელსაც თავისუფალი ასოციაცია და ფრიდრიხ ებერტის ფონდი ახორციელებენ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • უნდა იყოს სტუდენტი ან უფროსკლასელი
  • ცხოვრობდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში

მონაწილეთაგან სამი გამარჯვებული გამოვლინდება:

I ადგილი – 600 ლარი

II ადგილი – 500 ლარი

III ადგილი – 380 ლარი

გამოგვიგზავნე შენი ნამუშევარი 25 სექტემბრამდე ელექტრონულ ფოსტაზე tavisupalia@gmail.com და არ გამოგრჩეს სახელისა და გვარის, ტელეფონის ნომრის მოწერა.

აგვედევნეთ ფეისბუკზე და დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ.

ჩვენი გვერდი ფეისბუკზეhttps://www.facebook.com/TavisupaliAsotsiatsia/