მემორანდუმი კომპანია Gulf-თან
24.03.2016შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ნავთობკომპანია Gulf-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთანამშრომლობას, განსაკუთრებით კი მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსების, ტურიზმის, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის პროგრამების განხორციელების ხელშეწყობისათვის. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ აქტივობებს IBSU-ს პროგრამების განვითარებისა და დასაქმების ბაზრის თვალსაზრისით, გალფის მიერ ჩვენი სტუდენტების ჩართვას სტაჟირებებში, ერთობლივი საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგებისა და მასტერკლასების ორგანიზებას.