საჯარო ლექცია – Hacker Mentality
02.11.2016შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექციის ფარგლებში, ''ლივინგსტონისა'' და ''ჯეოლაბის'' დამფუძნებლის ვახო ვახტანგიშვილის ლექცია გაიმართა ჰაკინგის თემაზე, მის ძირითად ღირებულებაზე ტექნოლოგიების ეპოქაში, ასევე, როგორც აზროვნების მოდელზე და მის მნიშვნელობაზე ბიზნეს საქმიანობაში.
პრეზენტაციისას სტუმარმა, კონკრეტული ''ქეისებია'' მიხედვით, ისაუბრა ჰაკინგის ფილოსოფიაზე, მის გამოვლენაზე ხელოვნებაში, ფილოსოფიაში, მარკეტინგსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში.